„ოქროს წერაყინი“ - 2022

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ 2022 მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. ალპინიზმის ოსკარი არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მიიღეს. მათ პაკისტანში, სარაგრარის 7 300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელი ჩრდილო-დასავლეთი მწვერვალი უმაღლესი სირთულის მარშრუტით დალაშქრეს. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.