ალპინისტური ბანაკის შექმნა  

კულტურის მინისტრი მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.

თეა წულუკიანმა ავთანდილ ცინცაძისგან ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოისმინა ინფორმაცია. მინისტრმა მხარი დაუჭირა ფედერაციის იდეას ალპინისტური ბანაკის შექმნის შესახებ და ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ამ იდეის განხორციელებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა დასახა.