„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით, ამ წუთებში თბილისში მსვლელობა იმართება, რომელსაც ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტიც უერთდება. მსვლელობის მონაწილეები დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც ეტაპობრივად თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ. სწორედ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება დღის ბოლოს შემაჯამებელი კონცერტი, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, განცხადებებიც გაკეთდება.
ნოდარ ჩაჩუას პირდაპირი ჩართვა ადგილიდან #მოამბე