თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სამღვდელოება და მრევლია შეკრებილი.
რამდენიმე წუთში კი, მამაოები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისს აღავლენენ, რის შემდეგაც სამების მიმართულებით მსვლელობას დაიწყებენ. ღონისძიება სამღვდელოების მიერაა ორგანიზებული.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მრევლს შორის იმყოფებიან „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე. მათ მედიასთან კომენტირებისას ოჯახის და ერის გამრავლების მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები. გარდა ამისა, ისაუბრეს ლგბტ თემზეც და მათ მიმართ ძალადობა დაგმეს. თუმცა, მოუწოდეს, ნუ შეეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.