მსვლელობა სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა მსვლელობა მოაწყვეს. მოქალაქეების განცხადებით, მსვლელობით მათ ის ადამიანები გაიხსენეს, ვინც 1915 წლის მასობრივ მკვლელობას შეეწირა.

მსვლელობის მონაწილეები მსოფლიოს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებისკენ მოუწოდებენ.

104 წლის წინ განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანებად შერაცხა.