„მსოფლიოში საუკეთესოების“ გადამღები ჯგუფი თბილისშია

ისრაელში პოპულარული ტელეგადაცემა -„მსოფლიოში საუკეთესოების“ გადამღები ჯგუფი თბილისშია. ისინი ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟს ამზადებენ.

გადაცემაში თბილისის და მცხეთის ღირსშესანიშნაობები მოხვდება. ძველი უბნების არქიტექტურასთან ერთად, რეპორტაჟში დიდი ადგილი დაეთმობა ქართულ ხალხურ პოლიფონიასაც.

გადამღები ჯგუფი ქვეყანას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში ეწვია.