საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას მასწავლებლის უმაღლესი რანგი, – მენტორი მასწავლებლის სტატუსი, – მიენიჭა.
მიხეილ ბატიაშვილი დღეს ჩიბათში ჩავიდა და გადაწყვეტილება პედაგოგებს თავად გააცნო. მასწავლებლის გლობალური კონკურსის ფინალისტს, განათლების მინისტრმა წარმატებაც მიულოცა.
მიხიელ ბატიაშვილი უკვე მენტორი მასწავლებლის მეთოდიკას გაეცნო და საგაკვეთილო პროცესს დაესწრო.