პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური დუბაიში უკვე გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.