მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი

საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის კვლევაში საქართველო 128-ე პოზიციაზე იყო. კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას, შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ მხარდაჭერას, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობას, მოქალაქეთა თავისუფლებას, კორუფციის დონეს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება – ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები. სიაში ბოლო ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს. 20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 2012 წელს დაწესდა.