გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს.
როგორ უნდა აღდგეს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო სწრაფად, – ეს იყო მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი.
ესპანეთის დედაქალაქი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეას მასპინძლობს. კორონავირუსის გამო ასამბლეა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა. ხვალ საბერძნეთში თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილება შევა ძალაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრის სტატუსს ოფიციალურად გადაიბარებს. მანამდე კი ასამბლეის დღის წესრიგის მთავარი თემა ტურიზმის სექტორში გაჩენილი სირთულეების და გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევაა. ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა ტურიზმის მიმართ და პანდემიის გამო სამოგზაურო შეზღუდვების ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მიღება ასამბლეაზე გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.
„მოამბე“ ესპანეთიდან, – ნოდარ ჩაჩუა აშუქებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეას.