27 სექტემბერს, საქართველო გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას.
წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განიხილავენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებს და მშვიდობის მნიშვნელობას ინდუსტრიის განვითარების კუთხით.