ნატოში გაწევრიანება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას, – ამ მიმართულებებზე გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა ყურადღება, მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. მსოფლიო თავდაყირა 2018 – ამ სახელწოდებით მიმდინარე კონფერენციაში, რეგიონული ექსპერტები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მონაწილეობენ.