თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარა-წოლჭიმში აჰმად რაზმაზარი კონტინენტის რეკორდსმენი გახდა. ჩვენმა პარასპორტსმენმა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 211 კილოგრამი დაძლია და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ტურნირზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, შოთა ომარაშვილმა კი 160 კგ. დააფიქსირა და შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თბილისის თასი პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ტურნირია.