მსოფლიო თასის გათამაშება პარაწოლჭიმში – 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირი პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ეტაპია. შეჯიბრებაში 27 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი იასპარეზებს. თბილისში იმყოფება პარაწოლჭიმის მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელი ხორხე მორენოც. საქართველო ნაკრების სახელით, ტურნირზე 15 პარასპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო თასის ორგანიზატორი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია, მხარდამჭერები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და საზოგადოებრივი მაუწყებელი.