მსოფლიო სურსათის დღე

ქუთაისში, მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნა.

წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის თემა არის „სურსათზე წვდომის უფლება უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის“. ყოველ წელს, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აჯილდოებს „სურსათის გმირებს“ წევრი ქვეყნებიდან. წელს „სურსათის გმირი“ საქართველოდან თაფლის მწარმოებელი ლალი ტურაბელიძეა იმერეთის რეგიონის ქალაქ წყალტუბოდან, ბრენდით „ტატულა“.