მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა

შეხვედრები არ აღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად.

ანგოლაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფრიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და აზიის ქვეყნებიდან ჩასულ კოლეგებთან კომუნიკაციას განაგრძობს. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე მყოფი ქართული დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას აცნობს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაერო-ში ქართველ დევნილებზე მომზადებულ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ, ან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაცია დარწმუნებულია, რომ ბოლო დღეებში გამართული შეხვედრები პოზიციებს შეცვლის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდის.