ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ვაჟა-ფშაველას ქვეყანაა, სადაც სტუმრებს პატივს სცემენ, თუმცა, შეცდომა უნდა გამოსწორდეს. მის გამოსვლას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ფარგლებში სუვენირები დაარიგეს, სადაც მოთავსებული იყო ჩვენი ქვეყნის გასაშლელი რუკა, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.