ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 6 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე პირები მიიღებენ.
გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული მორბენალი 94 წლის შოთა სამუშია იყო.
მსოფლიო რბენაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საქართველოში 7000 მონაწილე უკვე დარეგისტრირდა.
წელს მსოფლიო რბენა ფინიშის მანქანით მხოლოდ 13 ქვეყანაში ჩატარდება.
მონაწილე ქვეყნების ზუსტი სია ჯერჯერობით უცნობია.
საქველმოქმედო მარათონიდან შემოსული თანხა გადაერიცხება ფონდს, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ ახორციელებს.