მსოფლიო პატრიარქის საშობაო გზავნილი

საშობაო გზავნილი გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა.

მსოფლიო პატრიარქი  მიმართვაში აღნიშნავს, რომ 2020 წელს იგი „სამოძღვრო განახლებისა და ახალგაზრდობაზე ზრუნვის წლად“ აცხადებს. კონსტანტინეპოლის პატრიარქი გზავნილში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებზე და სასულიერო პირებს მოუწოდებს, ახალგაზრდებთან თავად მივიდნენ.