მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები საქართველოში

ახალი უნიკალური შესაძლებლობა გასართობი ინდუსტრიით დაინტერესებული ტურისტების მოსაზიდად.

მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან „ბლექ სი არენას“ თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. საქართველო „ლაივ ნეიშენის“ ეგიდით გამართული ღონისძიებების მასპინძლობის საშუალება ექნება.

მადონა, ჯეი ზი, „უიქენდი“, „ქოლდფლეი“ და არაერთი სხვა მსოფლიო დონის შემსრულებელი „ლაივ ნეიშენთან“ წლებია თანამშრომლობს. მათგან რომელს უმასპინძლებს საქართველო ეს 2024 წელს გაირკვევა, კამპანია „სტარინგ ჯორჯია“ 2-წლიანია, შესაბამისად საქართველოში მეგა ვარსკვლავები მომავალ წელსაც ჩამოვლენ.