ეგვიპტეში გაერო-ს ყოველწლიური კლიმატის სამიტი გაიხსნა. კონფერენციაზე, რომელშიც 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, სიტყვით სხვადასხვა ქვეყნის 120 ლიდერი გამოვა. მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, ის კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას. ირაკლი ღარიბაშვილი შარმ-ელ-შეიხში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან. მსოფლიო ლიდერების მსგავსად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე ხუთწუთიანი მოხსენებით წარდგება.