მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. 26 მაისთან დაკავშირებით მილოცვები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილე ჩვენს ქვეყანას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და სხვა მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს.