გაერო-ს ტრიბუნიდან მოსკოვს არაერთი მწვავე გზავნილის მოსმენა მოუხდა.
გაყინული კონფლიქტები, ოკუპაცია, საზღვრების დარღვევა, მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის გახმაურებული საქმე – გენერალურ დებატებში მონაწილე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა საკუთარი გამოსვლები რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.
რამდენიმე მათგანმა ახსენა საქართველო და ოკუპირებული რეგიონებიც.
გამომსვლელებმა საერთაშორისო საზოგადოებას კრემლის ქმედებებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს.