ევროპის წამყვანი ქვეყნები კორონა ვირუსის გავრცელების შეჩერებას ჯერ ვერ ახერხებენ.
მძიმე ვითარებაა იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. იტალიასა და გერმანიაში დამატებითი აკრძალვები დაწესდა, თუმცა დაღუპულთა სტატისტიკა ყოველდღიურად სულ უფრო საგანგაშოა. ამ დრომდე კარანტინში რჩება ანგელა მერკელი, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კორონა ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პირველადი პასუხი უარყოფითია. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“ უკვე 186 ქვეყანაში გამოვლინდა. ვირუსით დაინფიცირების სტაბილური კლება შეინიშნება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ჩინეთში შიდა გავრცელება სრულად შეწყდა და დაინფიცირება მხოლოდ გარედან შეტანილ შემთხვევებს უკავშირდება.