მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ემშვიდობება – ისტორიაში ერთადერთი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, მეტსახელად პელე, 82 წლის ასაში გარდაიცვალა.
„ფეხბურთის მეფე“ 1958 წელს შვედეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა და ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთით ახალი ისტორიის წერა დაიწყო. თამაშის განსხვავებული და სანახაობრივი სტილით მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო და სპორტის ამ სახეობის გარშემო ყველა თაობა გააერთიანა.
ფეხბურთელი, რომლის გარდაცვალებითაც დიდი ეპოქა დასრულდა – ნახეთ მერაბ მამულაშვილის სიუჟეტი.