მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში. დღე მეორე. მთავარი მომხსენებლები დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი არიან. პარალელურად, ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი და ქართული დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს. დაგეგმილია 10-მდე აუდიენცია. გუშინ საღამოს კი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის სახელით ორგანიზებულ ვახშამს დაესწრო.