მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ მსხვილი საინვესტიციო ჯგუფები საქართველოში თანხას ჩადებენ. თუმცა, კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქში 100-ზე მეტი დელეგაციაა ჩასული. მათ შორის არიან წამყვანი საფინანსო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

მთავარი სტუმარი ფორუმს მოგვიანებით ეწვევა. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – დონალდ ტრამპი ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტას საკუთარ მიზნებს კიდევ ერთხელ გააცნობს.

,,მოამბე” შვეიცარიიდან, სანდრო ჯუფალაკიანი ისაუბრებს დავოსიდან.