მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე

სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც კორონა ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ.

იტალიის შემდეგ უმძიმესი ვითარებაა ესპანეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა და დაავადებამ პიკს სულ რამდენიმე დღეში მიაღწია. მთავრობა ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს. ზომებს ამკაცრებს თითქმის მთელი ევროპა. „კოვიდ-19“-ს ებრძვიან მსოფლიო ლიდერები და მაღალჩინოსნებიც. ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას ცდილობს დაავადების პირველი კერა, ჩინეთი, სადაც პიკურმა პერიოდმა გადაიარა და სტატისტიკა კლებისკენ წავიდა. ჩინეთის ინფექციონისტების ჯგუფი იტალიაში ჩავიდა.

მსოფლოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 137 000-ს გადააჭარბა, დაიღუპა 5 000 და გამოჯანმრთელდა 70 000-მდე ადამიანი.