კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას აგრესიული ზომების და კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
ახალი ინსტრუქციები ჟენევაში გაიცა, სადაც დიპლომატების მონაწილეობით საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მძიმე ვითარება ისევ იტალიაშია, – ინფიცირებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა სულ უფრო მზარდია. ქვეყანაში დახურულია ყველაფერი აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების გარდა. გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანსა და პოლონეთში. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით უკვე 127 863 ადამიანია ინფიცირებული.
დაიღუპა 4 718, გამოჯანმრთელდა 68 310 პაციენტი -ასეთია ბოლო მონაცემები.