რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც 18 ადამაინი ემსხვერპლა, სავარაუდოდ პილოტის შეცდომა ან შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა იყო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კატასტროფამდე მი-8 ტიპის ვერტმფრენი მასთან ახლოს მყოფი მეორე ვერტმფრენის ტვირთს გამოედო. ამასთან მეორე საჰაერო ხომალდი უვნებლდ დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ კრანსოიარსკის მხარეში მომხდარ ტრაგედიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან 3 ეკიპაჟის წევრი, 15 კი კომპანია „ვენკორის“ თანამშრომელი იყო. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.