ამ წუთებში ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სამეგრელოში სპეცოპერაციაზე დაკავებულებისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდების მხარე სამივესათვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მანუჩარ გაბუნიას, მამუკა ლაგვილავასა და ირაკლი ჩხენკელს, ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.
გამოძიება სამივეს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
სპეცოპერაციის დროს ფოთსა სენაკში სულ 20-მდე ადამიანი აიყვანეს, თუმცა მათგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ სამი პირის დაკავებას ადასტურებს.