მსჯელობა სტრუქტურულ ცვლილებებზე

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ.

დეპუტატებმა „მცირე მთავრობის“ შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცონ.

ცვლილებების მიხედვით, 14 სახელმწიფო უწყებიდან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.