შრომითი უფლებების შესახებ მსჯელობენ ამ წუთებში კახეთში. სამუშაო შეხვედრაზე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე და შრომის ინსპექტირების ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ. განხილვას არასამთავრობო სექტორის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და პარლამენტარები ესწრებიან. მათი განცხადებით, დასახვეწია როგორც კანონმდებლობა, ასევე მისი აღსრულების მექანიზმები.
ახალი რეგულაციების ამოქმედებით, ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება, რომლის ვალდებულებაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე აიღო. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.