საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დღეს უნდა გახდეს ცნობილი. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13 საათზე ჩანიშნული სხდომა 7 საათამდე გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზებზე ადმინისტრაციას ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
სხდომაზე დასასწრებად მისული იყო გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც ცესკო მაქინაციებში დაადანაშაულა.