ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე გავრცელდება. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო წარადგენს. უწყება ახალ რეგულაციებს, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა გამოძიების ეფექტიანობას გაზრდის. საპარლამენტო უმცირესობაში დაგეგმილი ცვლილებების არ სჯერათ.