პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობენ. თამარ ჩუგოშვილი ცვლილებებს მეორე მოსმენით წარადგენს. რეგლამენტის პროექტის მუხლობრივ განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან. რაც შეეხება ცვლილებების შინაარსს, რეგლამენტის პროექტით, საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია იზრდება, მინისტრებს პარლამენტში გამოცხადება ინტენსიურად მოუწევთ. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტში წელიწადში ერთხელ ანგარიშით წარსდგეს. ასევე, ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტი ფუნქციონირებას სრულად დედაქალაქში თებერვლიდან დაიწყებს.