მსჯელობა მოსწავლეთა ექსკურსიებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე
პარლამენტში მოსწავლეთა ექსკურსიებთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელეს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა წარუდგინა.
დოკუმენტში დეტალურად განისაზღვრება სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები, წესების დარღვევისთვის კი, გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები. კერძოდ, წესების დარღვევა გამოიწვევს 200-ლარიან ჯარიმას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, 400-ლარიან ჯარიმას.