მსჯელობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოუწევს. არასამთავრობო ორგანიზაციების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შემდეგ საკუთარი პროექტი საპარლამენტო უმცირესობამაც მოამზადა. თავისი ხედვა აქვს ეკა ბესელიასაც, რომელიც გუნდში დარჩენის ან წასვლის გადაწყვეტილებას თვის ბოლოს გამოაცხადებს.

მოსამართლეების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ უთანხოებას დღეს პრემიერიც გამოეხმაურა.