სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება,- აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
ცვლილებების შედეგად, უწყებებს შორის კოორდინირება გაიზრდება და მანდატურების როლი კიდევ უფრო გაძლიერდება.
შინაგან საქმეთა და განათლებისა სამინისტროებმა მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით, მესამე სექტორთან და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად იმსჯელეს.
მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.