მსჯელობა დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერების საკითხებზე

დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს თბილისი მერიოტში.

შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში დონორი ორგანიზაციების ჩართულობით სააგენტოს  მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს სამომავლო ხედვებზე და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე.

გასულ წელს, დონორთა მხარდაჭერით 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, სხვადასხვა ტერიტორიებზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და აშენდა ვიზიტორთა ცენტრები.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების საქმიანობაც შეაჯამეს.