რა შემთხვევაში შეიძლებოდა პირველი დეკემბრის ტრაგედიის თავიდან აცილება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რიგ პრობლემებზე მიუთითებს, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაშიც, ხორავას 4 ნომერში შესაძლოა, მკვლელობა არ მომხდარიყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, კომისიის წევრების განმარტებით, იარაღის ტარებაა და ამ მიმართულებით არც სკოლის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები არ არის ეფექტური.
რამდენიმე საათის განმავლობაში კომისია განათლების უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდა.