ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატები 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონზე უკვე პარლამენტში მსჯელობენ.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილია, რომ მხარეები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც ამნისტია არ გავრცელდება საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულებზე. მხარეები ახლა კანონის ერთიან პროექტზე უნდა შეთანხმდნენ, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ საკუთარი ვერსიები წარადგინონ.
სალომე ქოქიაშვილი მუშაობს პარლამენტში.