რა ზომები ტარდება პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის – ბოლო წლებში გატარებული რეფორმები საერთაშორისო კონფერენციაზე ჯამდება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.
ციხეებში პროფესიული განათლების დაუფლება, უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა, საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შანსი – ეს ეს მიმართულებებია, რომლებიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის და მათი მხრიდან დანაშაულის ხელახლა ჩადენის პრევენციისთვის გატარებული რეფორმის მთავარ მიღწევებად სახელდება. მათ შორის იგულისხმება პატიმრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაც. აქცენტი კეთდება შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობაზეც. პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით დანერგილ ახალ მიდგომებს დადეთ შეფასებას აძლევენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც საქართველოს რეფორმის ფარგლებში ფინანსურად ეხმარებიან.