მსჯავრდებულმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სამი თვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ძველ ტაქტიკას უბრუნდება.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ისევ უვადო შიმშილობას იწყებს. მიზეზად ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევა სახელდება. პროტესტის უკიდურესი ფორმით ექსპრეზიდენტი საკანში იმ ექიმების დაშვებას მოითხოვს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, სახალხო დამცველის და „ემპათიასდასკვნებშია ნახსენები. ახალი გეგმა სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაახმოვანა, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე დასასწრებად მივიდა. საუბარია 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე. ექსპრეზიდენტი ამჯერადაც მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა. 14 წლის წინანდელი მოვლენების დროს მძიმედ დაზარალებული და ნაცემი ადამიანების ჩვენებების დროს მიხეილ სააკაშვილი დარბაზში აღარ იმყოფებოდა.