მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - პოლიტიკური შეფასებები

ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით ბერლინსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ოფიციალური თბილისის რეაგირებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიციის ნაწილი ფაქტს არამეგობრულ ნაბიჯად და დასავლეთზე თავდასხმად აცხადებს და ევროპის ქვეყნებში იუსტიციის ყოფილი მინისტრის თავისუფლად გადაადგილებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ცალკეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აინტერესებთ, რატომ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში ადეიშვილის ექსტრადირება. ელჩების დაბარებას და პირადად მათთან შეშფოთების გამოთქმას აუცილებელ ფორმად მიიჩნევს მმართველი გუნდი. ცალკე განხილვის საგანი ხდება ის რეაქცია, რომელიც ოფიციალური თბილისის პროტესტის პასუხად ევროკავშირმა და გერმანიის საელჩომ გამოხატეს.