მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამოჩენა, უკვე რამდენიმე დღეა, შეფასებების თემაა. საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ევროპაში შეხვედრებს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის რანგში მართავს.

ოპოზიციის ნაწილი მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ქართველი ხალხისა და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს ეწინააღმდეგება.