მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში

გერმანიის საელჩოს შემდეგ გამოხმაურება ევროკავშირიდან.

ზურაბ ადეიშვილის ჯერ ბერლინში და მოგვიანებით ბრიუსელში ვიზიტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ხელისუფლებას კითხვები აქვს იმ განცხადებასთან, რომელიც მწვავე რეაქციის პასუხად დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღო. ქართულ მხარეს დეზინფორმაციაზე მიუთითეს და შეახსენეს, რომ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იმ ცხრაპუნქტიანი დავალების ნაწილია, რომელმაც წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა გახსნას. ასე უპასუხა ბრიუსელმა „ქართულ ოცნებას“, რომელიც გერმანიას და ევროკავშირს განმარტებებს სთხოვს და აინტერესებს, რატომ დაუშვეს ბუნდესტაგსა და ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ძებნილი ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ახლა უკვე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად მძიმე დანაშაულებისთვისაა მსჯავრდებული.

თეონა ხუბულავა არკვევდა, შემოიფარგლება თუ არა ოფიციალური თბილისის რეაგირება მხოლოდ განცხადებებით.