თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში 18-მეტრიან დისტანციაზე მშვილდოსნობაში, საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.
შეჯიბრებაში 59 სპორტსმენი მონაწილეობდა – 28 ვაჟი და 31 გოგონა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გოგონებში მედეა გვინჩიძემ გაიმარჯვა, ხოლო ვაჟებში – თემურ მაკიევმა. შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც თებერვალში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს 18-მეტრიან დისტანციაზე, ხოლო მაისში გერმანიაში – ევროპის ჩემპიონატზე 70-მეტრიან დისტანციაზე, სადაც ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან. ივნისში ანტალიაში ასევე დაგეგმილია მსოფლიო თასი. საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, სიმონ ნოზაძის თქმით, ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ლეკვეიშვილი, რომელიც ბოლო წლებში თურქეთისა და უზბეკეთის ნაკრებებს წვრთნიდა.