საქართველოს პრეზიდენტი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა და მას ასამდე ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა.
მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო სამსჯელოდ შეიკრიბნენ. ისინი მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებთან, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.