„მშვიდობა ომზე მეტია“- თავისუფლების მოედანზე დღეს აქცია გაიმართება

მშვიდობა ომზე მეტია ამ სახელწოდების აქცია გაიმართება დღეს საღამოს თავისუფლების მოედანზე. აქცია ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის მიზნით იმართება. აქციის მონაწილეები ასევე გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუეა. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მარიონეტული რეჟიმი ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავს.